გაგაუზია რუსეთს შეუერთდება, თუ მოლდოვეთი რუმინეთთან გაერთიანდება
მოლოდვეთის რეგიონის – გაგაუზიის ხელმძღვანელმა ევგენია გუცულმა განაცხადა, რომ რეგიონის ხელისუფლება დახმარებისთვის მიმართავს რუსეთს, თუ მოლდოვა ჯარს ავტონომიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საპასუხოდ გამოგზავნის. ჰუცულმა იმედი გამოთქვა მოლდოვის ხელისუფლების საღი აზრის შესახებ, იუწყება რია ნოვოსტი.
მანამდე გუცულმა განაცხადა, რომ გაგაუზია გამოეყოფა მოლდოვას, თუ კიშინიოვი რუმინეთთან გაერთიანებას გადაწყვეტს.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონს სურს დარჩეს მოლდოვას შემადგენლობაში, მაგრამ „მიიღებს ზომებს“, თუ ქვეყანა რუმინეთთან გაერთიანდება.