პროკურატურამ 112-ის მკვლელები და სისხლიან ხალათიანი ექიმები დააკავა
2020 – 2023 წლებში რამდენი ასეული საქართველო მოქალაქის, თქვენი დედის, მამის ძმის, დის , შვილის გარაჩენა შეიძლებოდა, რომ არა საკუთარ გამდიდრებაზე დახამებული მკვლელები და მათთან შეკრული სისხლიანხალათიანი ჯალათები.
დრო- ხანდახან წუთები, წამები წყვეტს ადამიანის ბედს, არსებობის საკითხს.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით 112-ს გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი მენეჯერი შეეკრა ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.
- „აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 – 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნორმალურ სახელმწიფოში ეს იქნებოდა კვირის მთავარი თემა და აუცილებლად დადგებოდა შს მინისტრის თუ არა, მთელი 112-ის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.