საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ტერაქტის ისლამური ვერსია- საჩუქარია პუტინისთვის – თბილისი 24
27 აპრილი 2024

ტერაქტის ისლამური ვერსია- საჩუქარია პუტინისთვის

დასავლეთის მცდელობა მოსკოვში განხორციელებული ტერაქტის ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისთვის მისაწერად საჩუქარია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის .

რიგითი რაიანის, ამ შემთხვევაში სისხლიანი კლოუნის, ვლადიმერ ზელენსკისთვის ხელის დაფარება ძვირი დაუჯდება თავად დასავლეთს და უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტს.

რუსეთის პრზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, მაგრამ რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება და მისი თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმთან“.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ასევე მუშავდება ვერისია,რის მიხედვითაც ტერაქტის ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მი-6 ია, რომელმაც ტერაქტი უკრაინული სპეცსამსახურების ხელშეწყობით და დახმარებით განახორციელა.

ტერაქტის მიზანი რუსეთის მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების წინააღმდეგ უნდობლობის დათესვა იყო.

დასავლეთის მიერ ტერაქტის ” ისლამურ სახელმწიფოზე” მიწერით
რუსეთს ეძლევა თავისუფალი ქმედების საშუალება, ფაქტობრივად ეხსნება ხელ- ფეხი , მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავად მოაწყოს შესაბამისი ტერიტორიული აქტი და მიაწეროს არ არსებულ ე. წ. ისლამურ სახელმწიფოს რომელიმე დაჯგუფებას.

დასავლეთმა წამოიწყო თამაში, რომელიც თავად მისთვის არის ზესაფრთხის შემცველი და ზიანის მომტანი.

უკრაინისთვის მეხამრიდის როლში საფრანგეთის პრეზიდენტმა მ/წლის 25 მარტს ქვეყანაში უსაფრთხოების უმაღლესი დონე გამოაცხადა, თითქოს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისთვის, ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ცნობილი იყო რუსეთის მსგავსი ტერაქტის მზადების საშიშროებოს შესახებ .

ფაქტია, ბურთი პუტინის მხარესაა. სავარაუდოდ დრო საპასუხო დარტყმამდე არც თუ დიდი იქნება და გვაჩვენებს დარტყმის კუთხეს და სიმძლავრეს.