6 დეკემბერი 2024

ყოჩაღ ირაკლი, თანაგრძნობა ეს ადამიანური თვისებაა, მადლობა ბატონო ბიძინა!

ათწლეულების განმავლობაში თქმული პირველი თანაგრძნობა, პირველი ადამიანური ნაბიჯი

რუსულ-ქართული ურთიერთობის მრავალწლიანი დიპლომატიური გაუცხოების, სიჩუმის მანძილზე პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეძლო და სამძიმარი გამოთქვა მოსკოვში განხორციელებული საზარელი ტერაქტის გამო.

ბრავო ირაკლი!
არ ვართ ქართველები უგულო ხალხი, განვიცდით და გვტკივა ყველა უდანაშაულო ადამიანის უბედურებას, როგორც საკუთარის
.

ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე გადაფარვაა წლების მანძილზე ამერიკის მიერ იძულებით თავსმოხვეული ყველა “ბოროტი შეცდომის”- მარგველაშვილის, კვირიკაშვილის, ზურაბიშვილის, სხვათა და სხვათა ..

ერთი ქართული ხალხური ზღაპრის მსგავსად ბევრი “ჩიტი გადავუგდეთ” მელას , ბევრი დრო შევწირეთ . .

მაგრამ, ამერიკის შეერთებული შტატების არნახული პოლიტიკური ზეწოლის, უხეში შანტაჟის გათვალისწინებით, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან პირდაპირ მოითხოვდნენ გავლენა მოეხდინა, ჩარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში, ეიძულებინა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ღიად ჩართულიყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში- დანის პირზე ვიარეთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის გამო: საქართველო არ ყოფილიყო ბრმა იარაღი ამერიკის პოლიტიკური მიზნების, არ ქცეულიყო ჩვენი ბიჭების სისხლით მორწყული ქართული მიწა, ამერიკის მაზოხისტური პოლიტიკური ელიტის ხუშტურის გამო არ გვებრძოლა ” უკანასკნელ ქართველამდე” .

ბრავო და ყოჩაღ ბატონო ბიძინა, მადლობა თქვენი გამძლეობისთვის, გამბედაობისთვის,
სამშობლოს სიყვარულისთვის. ცილისწამების , ამდენი უმადურობის ატანისთვის, თავგანწირვისთვის.

მადლობა !

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია