8 ოქტომბერი 2024

“თბილისი 24” თანაუგრძნობს მოსკოვში დახვრეტილი ოჯახების წევრებს

ორი კურდღლის დაჭერას შეეცადა ერთდოულად ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ( ЦРУ) .

დიახ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამეტმა თავად გაიყიდა თავი, როცა ტერაქტის დაწყებიდან 20 წუთში, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი ტერაქტის ჩამდენების, ორგანიზატორების შესახებ, უარყო უკრაინული კვალი.

დიახ, უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით სწორედ , მათი ორგანიზებულია საზარელი ტერაქტი, რომელიც განხორციელდა მოსკოვში მ/წლის 22 მარტს, რომლის მიზანი იყო რუსული და მუსულმანური სამყაროს დაპირისპირების მცდელობა და რუსული საზოგადოების დაშინება, ხელისუფლებისადმი უნდობლობის დათესვა.

განხორციელებულმა ტერაქტმა, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გატარებულმა ათასობით სანქციამ, უკუ შედეგი გამოიღო: უფრო მეტად შეკრა და გააერთიანა რუსული საზოგადოება.
ტერაქტის მეორე დღიდანვე რიგებია სისხლის გადასხმის ცენტრებთან. ჩადენილმა ტერაქტმა საზოგადოება დაარწმუნა, რომ ფაშიზმის დანდობა შეუძლებელია.

ტერაქტი, რომელიც უდავოდ არის სისხლიანი კლოუნის ვლადიმერ ზელენსკის ფაშისტური რეჟიმის და შესაძლოა უკრაინული სახელმწიფოებრიობის დასასრული.

ფაშიზმს, ტერორისტულ აქტებს გამართლება არ აქვს და მხოლოდ პარტიად წოდებული სექტის ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” მიმდევრებს შეუძლიათ პოლიტიკური სარჩულით გაამართლონ ბავშვების, ქალების, უდანაშაულო ადამიანიებია დახვრეტა.

გვჯერა, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

” თბილისი 24 ” თანაუგრძნობს რუს ხალხს და რუსეთის ხელისუფლებას ჩადენილი ტერაქტის გამო .