საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პაპუაშვილი: ჩვენი მოლოდინი არის სავიზო რეჟიმის მოხსნა საქართველოსთვის – თბილისი 24
8 მაისი 2024

პაპუაშვილი: ჩვენი მოლოდინი არის სავიზო რეჟიმის მოხსნა საქართველოსთვის

ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად – ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • „ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოხსნილი გვაქვს სავიზო ვალდებულებები ამერიკის მოქალაქეებისთვის, ჩვენ გვაქვს შექმნილი ყველანაირი პირობები ამერიკის მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოების გასააქტიურებლად საქართველოში.
  • ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვიბრძოდით სხვადასხვა ცხელ წერტილში და მათ შორის, ვიყავით პირველი ლამის ნატოს-ს ქვეყნებს შორისაც, ნატოს-ს წევრ 23 მეტ ქვეყანაზე მეტი კონტინგენტი ავღანეთში გვყავდა.
  • ჩვენ ავღანეთში რამდენი ჯარისკაციც დავკარგეთ იმდენი ზოგიერთ ნატო-ს წევრ ქვეყანას არც კი ჰყოლია, იმდენი ჯარისკაცი ავღანეთში. ეს არის მეგობრობა ქართულად.
  • ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან. საუბარი იყო და მათ შორის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთთან სულ ახლახან სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა, სულ ახლახან საქართველომ სავიზო ვალდებულები ჩინეთის მოქალაქეებისთვის მოხსნა. ნახეთ, რომ საპასუხოდ რამდენიმე თვეში ჩინეთმაც სავიზო ვალდებულებები მოხსნა.
  • საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრ ქვეყანასთან უვიზო ურთიერთობა არ აქვს, 40-ზე ცოტა მეტ ქვეყანასთან აქვს. ჩინეთს 38 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა აქვს. 38-ში ერთ საქართველოა. ასე, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ეს სურვილი გვაქვს, რომ ქართულ მეგობრობას და იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, სხვადასხვა ქვეყანას, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები ჰქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.