კაია კალასი: უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს!

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რუსული საფრთხისგან მსოფლიოს გადარჩენის გზა იპოვა. მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნატო-სთან ომის ეშინია, პუტინი იმუქრება ბირთვული ომით, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის სულიერი და.
- ” ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. მას ძალიან კარგად გამოსდის შიშის დათესვა საზოგადოებებში. ის უსმენს, რისიც გვეშინია და თუ ბირთვული ომის გვეშინია, მაშინ ის აძლიერებს ამ შიშს.
- ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს და მას რეალურად ეშინია ნატო-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა უნდა, ეს არც ჩვენ გვინდა”, – – განაცხადა კალასმა BBC-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სერიოზულად იღებს და აღელვებს თუ არა პუტინის მუქარა ბირთვულ ომთან დაკავშირებით.