7 ოქტომბერი 2024

მიშელი: გასაკიცხია და გავკიცხავთ კიდეც!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა.

-“ ეს გასაკიცხია და კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა,” წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

  • ოდესაზე დარტყმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ვიზიტის დროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს გასაკიცხია და კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა”, – წერს მიშელი.

აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. საბერძნეთის დელეგაციიდან არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის უწყების თქმით, ეს ნეოფაშისტ ზელენკის ხელწერაა. ” უბადრუკი სპექტაკლია, ჩვენ თუ რამეს დავარტყამთ , ბოლომდე ვანადგურებთ”, აცხადებენ უწყებაში.