საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პაპუაშვილი: 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ – თბილისი 24
9 მაისი 2024

პაპუაშვილი: 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ

2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. არ ვართ, სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები. ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთ ქვეყანაში არ იღებენ კონსენსუსებით გადაწყვეტილებას. ამასთან, დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის კარგია, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის.

  • „ყველა ინსტიტუტი, ყველა ქვეყანა, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება. არცერთ ქვეყანაში არ იღებენ.
  • ევროკავშირს 27 წევრი ქვეყანა ჰყავს, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ რა განწყობაზე დადგებიან, საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და შემდეგ ჩვენ მოგვიწოდონ.
  • საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ.
  • ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები, შემდეგ ჩვენ გვესაუბრონ.
  • არ ვართ, სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები. ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის, ეს ვერ გავიგე. ასევე, რაც არის კარგი საქართველოსთვის, რატომ უნდა იყოს ცუდი ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა