14 თებერვალი 2025

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოქ.ზურაბიშვილს მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე კერძო ვიზიტით მყოფ მოქ. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ექს.პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. სიკორსკის თქმით “სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა”.

  • „ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ“, – მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მოქალაქე ზურაბიშვილს.