11 სექტემბერი 2024

ქართულ-რუსული მართლმადიდებლური საერთო დღესასწაულები

მართლმადიდებლური 12 უძრავი და მოძრავი დღესასწაულების, წმინდა მატრონას გარდა ბევრი საერთო დღესასწაული აკავშირებს ქართულ და რუსულ ეკლესიებს.
საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველწლიურად აღევლინება ლოცვა (ახალი სტილით):


15 იანვარი-
ღირსისა სერაფიმე საროველისა, სასწაულთმოქმედისა (1833).
22 იანვარი– ფილიპესი, მოსკოველი მიტროპოლიტისა (1569).
6 თებერვალი– ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (XIX).
25 თებერვალი- ალექსი მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378).
2 მარტი
– მღვდელმოწამისა ერმოგენისა, სასწაულთმოქმედისა, რუსეთის პატრიარქისა (1612).
15 მარტი- წმ. არსენი ტვერელი ეპისკოპოსისა (1409).
17 მარტი- კეთილმორწმუნე მთავრისა დანიელ მოსკოველისა (1303).
18 მარტი- პოვნა წმიდათა ნაწილთა კეთილმსახურთა მთავართა: თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი, იაროსლაველ სასწაულთმოქმედთა (1463).
17 აპრილი– აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა იობისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1652).
15 მაისი– აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა ბორისისა და გლებისა, ნათლისღებით რომანოზისა და დავითისა (1072 და 1115).
25 მაისი– მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა (1913).
1 ივნისი- კეთილმორწმუნე მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389).
2 ივნისი– აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმ. ალექსისა, მოსკოველი მიტროპოლიტისა (1431).
3 ივნისი- დღესასწაული ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატისა.
18 ივნისი- ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა**; მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელი ეპისკოპოსისა
6 ივლისი- ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა (1480).
9 ივლისი- ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383).
17 ივლისი– ირსისა ანდრია რუბლიოვისა, ხატმწერისა (XV).
18 ივლისი– ღირსი სერგი რადონეჟელი იღუმენის ნაწილთა პოვნა (1422).
21 ივლისი- გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის ხატისა (1579).
28 ივლისი- მოციქულთა სწორისა ვლადიმერისა – ნათლისღებით ვასილისა (1015).
1 აგვისტო- ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნა (1903).
16 აგვისტო– ღირსისა ანტონი რომაელისა, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედისა (1147).
1 სექტემბერი -პიტირიმისა, პერმის ეპისკოპოსისა (1456).
12 სექტემბერი- კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანება (1724).
4 ოქტომბერი- პოვნა წმიდათა ნაწილთა დიმიტრისა, როსტოველი მიტროპოლიტისა (1752).
8 ოქტომბერი- მიცვალება ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (1392).
9 ოქტომბერი- ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1925).
18 ოქტომბერი– წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა – მოსკოველ საკვირველთმოქმედთა.
4 ნოემბერი- დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა.
5 დეკემბერი- კეთილმსახურისა მთავრისა მიხეილ ტვერელისა (1318).
6 დეკემბერი- ეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველისა (1263).
17 დეკემბერი –ირსისა იოანესი, პოლივოტელი ეპისკოპოსისა (VIII).