საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ინჩა, მაზალო სიტუაცია ჰა…! რუსეთი სომხეთის ტვირთებს ზღუდავს – თბილისი 24
9 მაისი 2024

ინჩა, მაზალო სიტუაცია ჰა…! რუსეთი სომხეთის ტვირთებს ზღუდავს

სომხეთი შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთმა უარი თქვა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ტვირთების ნაწილის მიღებაზე, განაცხადა რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა.
კერობიანის თქმით, ერევანი სწავლობს “როსელხოზნაძორის” დოკუმენტებს, რათა გაიგოს, რამდენად არ შეესაბამება სომეხი ბიზნესმენების პროდუქცია არსებულ რუსულ სტანდარტებს.

მინისტრს უცნაური უწოდა ფაქტს იმის შესახებ, რომ რუსეთმა მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში არ შეუშვა იმდენი მანქანა, რამდენიც ბოლო ორი დღის განმავლობაში, მაშინ როცა საქონლის ხარისხი არ შეცვლილა“, იუწყება TASS.

მან ასევე შესთავაზა სომეხმა მეწარმეებს მოახდინონ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია „ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად“, მაგრამ უარი თქვა პრობლემის პოლიტიკურ მიზეზებთან დაკავშირებაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ცნობები რუსეთის მიერ სომხური საქონლის ბაზრის დახურვის შესახებ რეალობას არ შეესაბამება.