რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის რჩება, ხაზს ვუსვამ, უცვლელი
„რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის რჩება, ხაზს ვუსვამ, უცვლელი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გერმანიის წარმომადგენლის განცხადებაზე რუსეთის მხარის „არასაკმარისი“ მზადყოფნის შესახებ კიევის რეჟიმთან მოლაპარაკების შესახებ კომენტირებისას.
- „კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს კიდევ ერთხელ უნდა გააცნობიერონ „პარტნიორებმა“, ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის, არასოდეს გვითქვამს უარი, მზად ვართ ჩავატაროთ ისინი. რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ წუთებში ყალიბდება.
ქართულმა მედია საშუალებებმა განცხადება თავისებურად თარგმენს, თითქოს მარია ზახაროვა აცხადებს, რომ “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით“, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.