რუსეთი სკოლებში მობილურ ტელეფონებს კრძალავს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. დოკუმენტის ავტორების განზრახვით, ერთის მხრივ, ეს გაზრდის მასწავლებლის ავტორიტეტს, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს კლასში ცოცხალ კომუნიკაციას.
- “მშობლები და მასწავლებლები დიდი ხანია ითხოვენ მობილური ტელეფონების აკრძალვას სკოლის გაკვეთილებზე. ცვლილებები გაზრდის დისციპლინას: ბავშვებს სმარტფონები არ გაუფანტავს ყურადღებას”, – განაცხადა ქვედა პალატის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.