რატი ბრეგაძე:სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში!
ექიმების რეკომენდაციის შემდეგ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ციხეში გადაიყვანენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა და აღნიშნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება.
„გიდასტურებთ დასკვნებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას.