4 ნოემბერი 2024

რატი ბრეგაძემ იშიძუკა ჰიდეკის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
🔷 შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ იშიძუკა ჰიდეკის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მართვის, აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სერვისების მიწოდების სფეროს გაუმჯობესების კუთხით.
🔷 იაპონიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.