4 ნოემბერი 2024

ლაშა ბუღაძე: “მრევლი” პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია

ახლა შემომხვდა “მიხეილ სააკაშვილის მისაღების” ფოტოები და თავიდან ვიფიქრე, რომ მარინა აბრამოვიჩის ინსტალაციაა.

კიდია პიჯაკები, იქვე დევს ბოტასებიც და წინ კი ცარიელი მაგიდა დგას…

კართან წარწერით: “საქართველოს პრეზიდენტი”. ოღონდ თავად სუბიექტი იქ არ მდებარეობს.

ჰოდა, რა არის ეს?

ეჟენ იონესკოს პიესაა აბსურდის ჟანრიდან თუ სპირიტისტული სეანსის სივრცე?

შეხვალ, პრეზიდენტის პიჯაკს ჩაუთქვამ სურვილს და ბოტასი კი მისაღების გამხსნელის ხმით ამოგძახებს: “გადაგზავნილია”… აბა, ოთახში თავად არ ზის და…
უკაცრავად, მაგრამ რას ამასხარავებთ ამ კაცს, რომელიც ობიექტურად მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია?!

შეხედეთ მის ჩართვას სასამართლოზე და დარწმუნდებით…
თუ თავს თვითონვე იმასხარავებს?! ალბათ, არც უმაგისობაა…
ცოტა მეტი სერიოზულობა რომ მართებდეს ყველას, უთუოდ კარგი იქნებოდა. მაგრამ უკვე გვიანია…

“მრევლი” პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია.“- წერს ამის შესახებ მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.