გილოცავთ, ის აქ არის!
თბილისს ახალი ტარტაროზი ეწვია. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი უკვე თბილისშია. საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.
- „აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში“ – აცხადებენ საელჩოში.
რობინ დანიგენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 თებერვალს წარადგინა. რობინ დანიგანი ამ დრომდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში. მანამდე იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდოს მფლობელი.