აფხაზეთმა შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალების გემების განთავსება გამოაცხადა
რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზირების პუნქტი აფხაზეთში, ოჩამჩირის ყურეში გაჩნდება, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, განაცხადა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
მისი თქმით, ხელი მოეწერა შეთანხმებას და უახლოეს მომავალში ოჩამჩირის რაიონში საზღვაო ძალების მუდმივი ბაზირების პუნქტი იქნება, იუწყება რია ნოვოსტი.
მისი თქმით, ეს გაზრდის როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობას. ბჟანიამ დასძინა, რომ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში “უკვე ბევრი რამ გაკეთდა”, მაგრამ ქვეყნებს “ბევრი ნაბიჯის გადადგმაც უწევთ”.
2000-იან წლებში ოჩამჩირის ყურე გამოიყენებოდა აფხაზეთის საზღვაო ძალების სამოქალაქო გემებისა და სამხედრო კატარღების ერთობლივი დასაყრდენად.
2009 წლის იანვარში ბაზა რუსეთს გადაეცა, ახლა იქ დგას ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის გემები და ნავები.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის გემებისთვის საბაზო სადგურის შექმნის საკითხი 2008 წლის 13 ნოემბერს სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს დახურულ სხდომაზე.