14 ოქტომბერი 2024

ირაკლი კობახიძის მასტერ კლასი: ხუჭუჭამ ბოლო ლურსმანი დააჭედა “ქადჟების” სითავხედეს !

ვინც კი ყველაზე მეტად ეჯავრება,  ეზიზღება, თავის ტოლად არ მიიჩნევს და  მისი სიტყვებით რომ ვთქვათ „თავს არ უყადრებს“  საქართველოს პრეზიდენტად წამოსკუპებულ, ფრანგ „ძონძის კუკლა“ სალომე ზურაბიშვილს , ეს უაღრესად ნიჭიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძეა.

   კობახიძის დღევანდელი გამოსვლა ბოლო ლურსმანი იყო პრეზიდენტის იმქვეყნიური სასახლის კარზე.  ირაკლიმ მადამ პომპადურის  მსტოვრები , თავის პატრონის მსგავსად ლინგვისტურ  განამრტების უცოდინრობაში ამხილა და თქვა , რომ ისინი  ზღვარსაც კი  ვერ ავლებენ სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის.

  • –  პრეზიდენტმა იცოდა, რომ კონკრეტული ვიზიტის დროს მას სჭირდებოდა თანხმობა. პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა და მაინც წავიდა,
  • – ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. არ აწყობთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. როგორც კი ერთმანეთისგან გავმიჯნავთ, სტატუსსა და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა აგრესიული არგუმენტი,
  • – ეს ხომ იურისპრუდენციის საკითხიც კი არ არის, ეს არის ლინგვისტური განმარტების ამბავი, რომ სტატუსი არის სხვა და უფლებამოსილება სხვა რამ“-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.