6 დეკემბერი 2024

ვლადიმერ ზელენსკი:   მსოფლიოს ერებს უკვე აღარ აქვთ გაეროს იმედი!

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას რუსული აგრესიის შეჩერება არ ძალუძს და ის რეფორმირებას საჭიროებს.

  • “უნდა ვაღიაროთ: ორგანიზაცია  ჩიხში იმყოფება. მსოფლიოს ერებს უკვე აღარ აქვთ გაეროს იმედი, როდესაც საუბარი სუვერენულ საზღვრებს ეხება…
  • მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია.
  • ტერორისტი სახელმწიფოს მიზანია შელახოს საერთაშორისო ნორმები, რომლებმაც მსოფლიო ომებისგან უნდა დაიცვას.
  • უსაფრთხოების საბჭოს ამ სავარძელში, რომელსაც რუსეთი უკანონოდ იკავებს, სხედან მატყუარები, რომელთა მუშაობა აგრესიასა და გენოციდის გამართლებაში მდგომარეობს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.
  •  აგრესორის ხელთ ვეტოა – აი, რამ შეიყვანა გაერო ჩიხში”, – განაცხადა ზელენსკიმ.