12 სექტემბერი 2024

იუსტიციის მინისტრი: „ნაციონალური მოძრაობა „პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია!

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  მთავარ ოპოზიციურ პარტიას  “ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას” უწოდებს, რომელიც  „პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია“. მინისტრი ასევე ირწმუნება, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების დრო აღარასოდეს დაბრუნდება.

  • “ პოლიტიკოსის” მიერ იარაღის შესაძლო გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა უდიდესი მავნებლობაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!
  • ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” რომ პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 21-ე საუკუნის პავლიკ მოროზოვებმა.
  • პოლიტიკურ ორიენტაცია არეულ ოროსან დეპუტატებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება სამოქალაქო დაპირისპირების დრო და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს!“, – წერს მინისტრი „ფეისბუქზე“.