300 არაგველიდან – 300 “ნაიომნიკამდე’ ანუ დაიწყეთ აქტიური დენაციფიკაციის პროცესი!

სიმართლეში აზელილი ,ცრუ, ბინძური ინფორმაცია ჰგავს ღვარცოფს, რომელიც მოადგება შენი გონების ჭიშკარს და ღრიჭოებში იწყებს დენას.
რათქმაუნდა, გონიერი ადამიანის დამცავი კედელი ატარებს მხოლოდ მისთვის საჭირო და მისაღებ ინფორმაციის ნაკადს, დანარჩენს როგორც ტალახს , მიღმა ტოვებს.
წარმოიდგინეთ რა ხდება მაშინ, როდესაც ჭიშკარი, როგორც ასეთი – შენი გონების კარი მორღვეულია და მომძლავრებულ ინფორმაციულ ნაგავს ვერ უძლებს.
- რამდენად ბინძურდება ადამიანის გონება, ერთმანეთში ირევა ტყუილ – მართალით.
მსგავსი, “საზოგადოებრივი აზრით მოსარგებლე “ადამიანი მარტივად იღებს და იჯერებს სასურველს და ძალაუნებურად ეხვევა ვიღაცის ილუზორულ სამყაროში.
თავისდაუნებურად ხდება რა გონებით მონა, მექანიკური თოჯინა, კარგავს ინდივიდუალიზმს და მოვლენებისადმი საკუთარ კრიტიკულ მიდგომას.
- დღეს , საქართველოს მტრების ე. წ. სტრატეგიული პარტნიორების მთავარი პოლიტიკური მიზანი ნათელია: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად შექმნან საბაბი, რევოლუციური ფონი:
- ისარგებლონ ევროპული სტატუსის არ მიღებით გამოწვეული მართვადი მღელვარებით და დაარწმუნონ ქართული საზოგადოება საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში.
ყველაზე მთავარი რაც მათ ავიწყდებათ, არის ის რომ ზომბები რევოლუციას ლიდერის გარეშე ვერ ახდენენ.
სანამ მთავარი ჯიხვი, მექანიკური თოჯინა ვივამედში კალათბურთით ერთობა (შესაძლოა ხელოვნურად თავს იკატუნებდეს)აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახლის გამოსაძერწად სახელმწიფო დეპარტამენტს დრო არ აქვს.
ანუ მთელი კავკასიის ომში გადახვევად მათ დარჩათ ერთადერთი გზა- საქართველოში ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობა და შემდეგ სახალხო რევოლუციის სახელით სამხედრო გადატრიალების ” გაპრავება .
ამ გეგმას რომ ლორთქიფანიძე – ბატურინი – მამულაშვილის სამეული ვერა, ფაქტია, მაგრამ სამასი გაწვრთნილი ” ნაიომნიკი’ ნამდვილად ეყოფა, იმის გათვალისწინებით,რომ არც ისე რთულია უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს საქართველოში ამისთვის სპეციალურად გაწვრთნილი, შეიარაღებული მებრძოლების გადმოსროლა.
! ბატონებო, მთლად ფეისბუქის ” რუჩკებს” ( გავალთ და ასე ვიზამთ!) ნუ ენდობით , ისე არ ჰქნათ, რომ სააკაშვილი “ვივამედიდან” პირდაპირ ავლაბრის რეზიდენციაში აღმოჩნდეს, დაიწყეთ ქმედება!
მხოლოდ განცხადების კეთება არ არის გამოსავალი, დაიწყეთ აქტიური პრევენციული ღონისძიებების გატარება,
- გაწმინდეთ გაძეძგილი ძალოვანი უწყებები სააკაშვილის ერთგული კადრებით,
- გააძლიერეთ საზღვრის დაცვის სამსახური,
- დაიწყეთ აქტიური დენაციფიკაციის პროცესი, სანამ ამას შემდეგ იძულებით თქვენ მაგივრად სხვა ( რუსეთი) გააკეთებს! ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.