11 სექტემბერი 2024

ბატონო ბიძინა, ბატონო ირაკლი, მოგმართავთ თქვენ, როგორც ამ ქვეყანაზე , საქართველოზე უფლისგან პასუხისმგებელ პირებს !

მოგმართავთ ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია, ადამიანი, რომელსაც 2011 წლიდან არც ერთი დღე, წუთი არ მიღალატია თქვენთვის, საქართველოსთვის. თქვენ, ბატონო ბიძინა 2011 წელს საკმაოდ ბრძნულად აღნიშნეთ, რომ “შუა უნდა გაკაფულიყო”.

არადა, დღეს როგორც არასდროს ეს შუა ყვავის და ბიბინებს. შუა -ვნებს საქართველოს და ყველანაირად ცდილობს მის განადგურებას! 2011 წლის შემდეგ, ამ გადასახედიდან მესმის, ყველა თქვენი გადაწყვეტილების სისწორის, როგორც რთულ და საბედისწერო ბილიკებზე ვლო ქვეყანამ , როგორ მაღალი რანგის პოლიტიკური გონით შეინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა, ამდენი მოღალატით, გამყიდვლით გარშემორტყმული როგორ ოსტატურად იცილებდით ყველას მზაკვრულ დარტყმას, აცილებდით ქვეყანას კატასტროფას, განადგურებას.

მინდა თქვენდამი პატივისცემით განმსჭვალული ყველა ადამიანის სახელით გთხოვთ, გაწმინდოთ სახელისუფლო, ადმინისტრაციული , რაიონული მერიები, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურები თქვენდამი აშკარად მტრულად განწყობილი ადამიანებისაგან! მერწმუნეთ, მათდამი ლოიალური დამოკიდებულება, ეს არ არის დემოკრატია. მათი ყოველდღიური ქმედება აშკარა საბოტაჟია თქვენ და საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ , ადამიანი, რომელმაც საქართველო იხსნა ფაშიზმისგან, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, პრემიერი, ( ვადასტურებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისადმი ჩემს პატივისცემას!) ჩემთვის, ჩემთან და ჩემნაირებთან ხართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის გადარჩენაზე ,განვითარებაზე, მშვიდობაზე , დიახ, ეს თქვენი მისიაა!

როგორ ძაღლის კუდი არ გასწორება, ისე ნაცის გამოსწორება არ იქნება, ნუ ენდობით ყოფილ ნაცებს, რადგან ყოფილი მათ შორის არ არსებობს. მიშას მომსახურე გარეწარი ყოველ იქნება ის რაც იყო, და მუდამ იქნება თქვენდამი, საქართველოს წარმატებისადმი აშკარად ნეგატიურად განწყობილი.

მოაშორეთ ყოფილები სისტემას! საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს საკმარისი რესურსი ,თქვენი, უბრალო ადამიანის სიყვარულის მქონე მოქალაქეების, დაუჯერეთ და ენდეთ მათ, 2024 წელი სექტის პოლიტიკური დასამარებისთვის უნდა გადამწყვეტი იყოს! სიყვარულით გოჩა ნაჭყებია