7 ოქტომბერი 2024

ირაკლი ღარიბაშვილს გამბედაობისთვის ღალატში სდებენ ბრალს

“ორი ქართული უკიდურესობა: იმისტი, ამისტი…

ქართული საზოგადოების ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა – “წითლობა”, “თეთრობა”, არაფორმალობა, მიშისტობა, გრიშისტობა, იმისტობა, ამისტობა საქართველოსთვის უცხო ხილი არ არის.

ერთმანეთის კბენა, შეურაცხყოფა , ლანძღვა, გინება,ზიზღი, ბოღმა, შური, გაუტანლობა თითქმის ეროვნულ თვისებად იქცა.

არანაირი გაწონასწორებული, ორივე ბანაკისადმი მისაღები, შეჯერებული პოზიცია: ან უკიდურესი ლიბერალიზმი, ან და უკიდურესი – ფაშიზმი- სხვადასხვა პატრიოტული შენიღბვით გამოვლენილი.

საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის იყო განსაკუთრებულად ქართული, სადაც ერთმანეთში იყო შეჯერებული ქართული ადათ- წესები , ეროვნული ტრადიციები და ამავდროულად ტოლერანტობა უცხო რჯულის ცხოვრების წესის, რელიგიის მიმართ, სტუმართმასპინძლობის განუმეორებელი ქართული წესი.

ქართველ მეფეებს ისტორიულად მუდამ დანის პირზე უწევდათ სიარული. არსებული რეალობიდან გამომდინარე ისინი დიპლომატიურად აბალანსებდნენ ურთიერთობას ორ დაპირისპირებულ იმპერიებს შორის, ისე, რომ არ ეწირებოდნენ არც ერთის ინტერესებს. იცავდნენ მხოლოდ საკუთარს, ქართულს! იღწვოდნენ
ერთადერთი მთავარის : მამულის, რწმენის და ერის დასაცავად, საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური ლიკვიდაციის სრული განადგურების, გადაშენებისგან გადასარჩენად.

დღეს რა ხდება?
როდის გსმენიათ ბოლოს ტერმინი ” ქართული ინტერესები ს დაცვა”, იშვიათი გამონათების, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფიქსირებული ჭეშმარიტად ქართული პოზიციის გარდა, რომელსაც მსგავსი გამბედაობისთვის ღალატში სდებენ ბრალს?

ომის გარეშეც ხომ კარგად ვახერხებთ ქართველები ერთმანეთის დაჭმას, ერთმანეთის ცილისწამება ზენიტში გვაქვს აყვანილი.

არ ვითავისებთ , გვავიწყდება უწმინდესის მრავალგზის ნაქადაგების – სინერგიის, ერთსულოვნების შესახებ, რის გარეშეც საქართველოს გადარჩენა არ უწერია , მუდამ ერთ წრეზე ტრიალის გარდა.” წერს ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.