საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რუსი მილიარდერი უსმანოვი:  ეს სამართლიანობის დასასრულია! – თბილისი 24
20 მაისი 2024

რუსი მილიარდერი უსმანოვი:  ეს სამართლიანობის დასასრულია!

საერთაშორისო სანქციები დიდ ზიანს აყენებს რეპუტაციას, მოქალაქეობის გამო „იარლიყის“ მიწებება  და კოლექტიური პასუხისმგებლობა ცუდად მთავრდება და სამართლიანობის დასასრულს ნიშნავს, განაცხადა რუსმა მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

  • „იმ ფაქტმა, რომ იტალიამ ჩემ წინააღმდეგ სანქციები გამოიყენა – საწყენია,  მეგობრები ასე არ იქცევიან. მაგრამ  მესმის, რომ ეს პოლიტიკაა“, – განაცხადა უსმანოვმა.

კითხვაზე, არის თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ დასავლელ ჟურნალისტებს მოსწონთ იმის დაჯერება, რომ რუსეთი არის „ქვეყანა, სადაც მეწარმეები კრემლის ბრძანებით რიგებში  მარშირებენ “. მაგრამ ეს ფაქტების დამახინჯებაა.  ვინც ასე ფიქრობს,  მათ რუსეთის არაფერი ესმით.

მილიარდერი არ დათანხმდა მოსაზრებას, რომ ის შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად. უსმანოვმა განმარტა, რომ ის არასდროს არ მონაწილეობდა პრივატიზაციაში, არ იყო „სახელმწიფოს მხრიდან საეჭვო დახმარების მიმღები“ და თავის საქმიანობას გამჭვირვალედ წარმართავდა.

უკრაინაში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მილიარდერმა თქვა, რომ ის „შორს დგას პოლიტიკისგან“, ამჯობინებს ისეთ სფეროებს, რომლებიც აერთიანებს ხალხს: ქველმოქმედება, ბიზნესი და სპორტი.

Forbes-ი უსმანოვის ქონებას 14,4 მილიარდ დოლარად აფასებს, ის არის USM ჰოლდინგის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი, რომელშიც შედის Metalloinvest და MegaFon. ბიზნესმენი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 2022 წლის 28 თებერვალს.