16 სექტემბერი 2024

რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი!

საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ფრანგი პენსიონერი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს, რომ საქართველო “ მშვიდობიანად დაიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას”., თუმცა დაბრუნების გზებს საიდუმლოდ ინახავს.

ე.წ. პრეზიდენტი აღმოჩენას აკეთებს და ასკვნის რომ, აგრესორ და ოკუპანტ რუსეთს ომიდან თურმე, 15 წლის შემდეგაც კი საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

  • რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი! 2008 წლის ომიდან 15 წლის შემდეგ მას კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და არღვევს ყველა პრინციპს.

საქართველო დაიცავს თავის ევროპულ გზას, მშვიდობიანად დაიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას და იქნება მტკიცე დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ”, – წერს ზოურაბიშვილი „ტვიტერზე“.