4 ნოემბერი 2024

ია ანთაძემ შოთა რუსთაველი საფლავში ამოატრიალა!

სოროის ფონდის რუპორი, „მედიაქესპერტი“  და დედალი  “ლევანბერძენიშვილი”,  ია ანთაძე  ქართულ საზოგადოებას „ ვეფხისტყაოსანის“  საკუთრ , პოლიტიკურ ინტერპრეტაციას სთავაზობს და აცხადებს, რომ  “ვეფხისტყაოსანში” როგორც წერია,  ჩვენი შანსიც ეს არის! „ ქაჯები ყოველთვის ამარცხებენ დევებს“ .

ია ანთაძეს საკუთარი ფეისბუკმეგობრები  აუმხედრდნენ და მას კორექტულად მოუწოდებენ  შესაბამის სპეციალისტს მიმართოს.

  • Manuchar Romanadze

მაგრად გაკლიათ ლიბერალებს

  • ნინიკო მშვიდობაძე

არასწორი ინტერპრირებაა აშკარად და განზრახ შეცდომაში შეყვანა 🙂 ქაჯიც და დევიც ასოცირდება ბოროტებასთან, ქაჯი მით უმეტეს. “ვეფხისტყაოსანში” დევებზე არაფერია ნათქვამი, რაც შეეხება ქაჯებს, რამდენადაც “ვეფხისტყაოსნიდან” მახსოვს, ქაჯები ერთგულმა, კეთილმა, მამაცმა და გონიერმა რაინდებმა დაამარცხეს, სიკეთე მუდამ ამარცხებს ბოროტებას, დროის საკითხია მხოლოდ

  • ალეკო გუგეშაშვილი

ია ანთაძე სად ნახე “ვეფხისტყაოსანში” დევები? 🙂

  • Zura Margvelashvili

ია ანთაძე მამაცი გონიერები…😉ეტა რას🤭 და დევები სად ნახეთ “ვეფხვისტყაოსანში” ან ზოგადად მათი ბრძოლა სად ნახეთ🥶🥶🥶

  • თამარ ნაცვლიშვილი

ქალბატონო ია, არასწორად ამბობთ. ,,ვეფხისტყაოსანში” ის წერია, რომ დევები ქაჯებმა კი არ დაამარცხეს, არამედ დაამარცხა ტარიელმა მარტომ. ქაჯებიც ტარიელმა დაამარცხა, ოღონდ ავთანდილთან და ფრიდონთან ერთად. რაც შეეხება ქაჯებისა და დევების დაპირისპირებას, ,,ვეფხისტყაოსანი” პირიქით ამბობს, ,,ბოლო ჟამის” მომასწავებელი იქნება ქაჯებისგან დევების დამარცხებაო: ,,თუ ქაჯნი დევებს შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო.” იმიტომ რომ, დევებთან ინახებოდა ის კიდობანი და საუნჯე, რომლითაც სამთაგან იძლიენ ქაჯები: ეს კიდობანი და საუნჯე დევების დამარცხებით ხელში ჩაუვარდა ტარიელს, კიდობანში იყო სამი ყმის სამოსი და ამ სამმა ყმამ დაამარცხა ქაჯები…. მამაცი და წმიდა სამების ნათლით განათლებული ადამიანები, რომ დევებსაც და ქაჯებსაც ერთნაირად ამარცხებენ, ეს კი წერია, ,ვეფხისტყაოსანში” და ამას ჰქვია, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია” და კიდევ ის, რომ ქაჯობას არ აქვს არც გამართლება და არც მომავალი.

  • Diana Marina Otarashvili

ქაჯების და დევების ბრძოლა მე პირადად არსად წამიკითხავს. პოსტი ისეთია, რომ ძაან ბევრგან, ბევრ ნაწარმოებში უნდა იყოს ასეთი ბრძოლები. მე სანამ ამ ბრძოლებს ვინმე შემახსენებს ვფიქრობ რომ დევიც და ქაჯიც ძლიერი ბოროტი ძალის ამსახველია. ქაჯი უფრო გრძნეული ტიპია ვიდრე დევი. დევი უფრო მიამიტია და ღონიერი. ,,ვეფხისტყაოსანი” ყველა ქართველისთვის პირველი წიგნია იქ დევების და ქაჯების ერთმანეთთან ბრძოლას ვერ ვიხსენებ. ქაჯები რომ დევებს ამარცხებენ ეგ მომენტი გამომრჩა.. დამეხმარეთ.. ის რომ ადამიანები ქაჯებსაც ამარცხებენ და დევებსაც ამას… კი ბატონო. თუ ადამიანს მოქმედება სიყვარულით არის განპირობებული პირველი სიყვარული უნდა იყოს ადამიანის მოქმედებაში მომყვანი და მიზანი. გონიერება და სიმამაცეც უეჭველი საჭიროა.