საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" უკრაინის გენშტაბი: მოსკოვის აღება თვეების ამბავია, განადგურებულია 241.330 რუსი – თბილისი 24
20 მაისი 2024

უკრაინის გენშტაბი: მოსკოვის აღება თვეების ამბავია, განადგურებულია 241.330 რუსი

უკარინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის სრულ განადგურებას და მოსკოვის აღების საკითხი თვეების საკითხია.

  • უკრაინული არმია არ არსებოს, მათი  პირადი შემადგენლობის და ტექნიკის  80%  სრუკად განადგურებულია“- აცხადებს უკრაინის გენშტაბის მეთაური ჟალუზნი.  

უკრაინის გენერალური შტაბი ინფორმაციით, 22 ივლისის მდგომარეობით,რუსეთის ჯარის საერთო დანაკარგები  უკრაინაში შეჭრის შემდგომ (24.02.22) დაახლოებით, 241.330 სამხედროს შეადგენს, აქედან მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 640 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინის მხარის  დანაკარგები თითქმის მეათედს , 24-25 ათას ჯარისკაცს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, რუსულმა არმიამ  დაკარგა ასევე:

  • 4.140 ტანკი,
  • 8.096 ერთეული ჯავშანტექნიკა,
  • 4.629 საარტილერიო სისტემა,
  • 693 ერთეული სარაკეტო სისტემა,
  • 448 საჰაერო თავდაცვის სისტემა,
  • 315 თვითმფრინავი,
  • 310 ვერტმფრენი, და საოპერაციო-ტაქტიკური დანიშნულების
  • 3.944 უპილოტო საფრენი აპარატი.
  • 1298 ფრთოსანი რაკეტა,
  • 18 ხომალდი /კატარღა/,
  • 7159 -საავტომობილო ტექნიკის და ავტოცისტერნა,
  • 691 -სპეციალური ტექნიკის ერთეული – აღნიშნულია განცხადებაში.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთს არმიაში და საცავში კონსერვირებული 16.000-დან 22.000-მდე ტანკი აქვს.  

2021 წლისთვის, ღია წყაროების მიხედვით, რუსეთის არმიას 3.330 ტანკი ჰყავდა. აქედან 2.840 ეკუთვნოდა სახმელეთო ძალებს, ხოლო დანარჩენი განლაგებული იყო საზღვაო ძალების სანაპირო ჯარებში.

2000 წლის შემდეგ წარმოებული ახალი და მოდერნიზებული საბრძოლო მანქანების საერთო რაოდენობამ საბრძოლო ნაწილებში მიაღწია დაახლოებით 1200 ერთეულს, ანუ მთლიანი რაოდენობის 45 პროცენტს.

2019 წელს ამერიკულ პორტალ We Are The Mighty ცნობით ნატოს არმიას 11.000 ტანკი აქვს, ხოლო რუსეთს დაახლოებით 22 000 მანქანა.

ექსპერტმა განმარტა, რომ ამ ტანკების ხანგრძლივი შენახვის გამო ღია ადგილებში საიმედო მოვლის გარეშე, საბრძოლო მანქანების არსენალის ნაწილი გადაიქცა ჟანგიანი ლითონის მთებად. თუმცა, არსებობს გამოსავალი: მათი აღდგენა შესაძლებელია ქარხანაში გაგზავნით, სადაც კაპიტალური რემონტის დროს ტანკი მთლიანად დაიშლება, მისი ყველა სისტემა და კომპონენტი იქნება აღმოფხვრილი, რის შემდეგაც საბრძოლო განყოფილება შევა რუსეთის ჯარში თითქმის ახალი მოდერნიზებული მანქანის მსგავსად აქტიური დაცვის, კომუნიკაციებისა და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებით.