4 ნოემბერი 2024

გახარია +ბესელია = ?

ჰომეროსის გამონათქვამი „ მსგავსი მსგავსს ეძებს და ხალისით უკავშირდება“ ქართულ პოლიტიკაში  უკვე მერამდენდ ცოცხლდება .

შესაძლოა ქართველმა ამომრჩეველმა მალე პოლიტიკური ნაბიჭვრების ახალი გაერთიანება იხილოს. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია  პრემიერ მინისტრის პოსტზე წამოსკუპებულ მოსკოველ ოლიგარქ,  მაზაკვალ გიორგი გახარიათან ერთად  „გამსხვილებას“ არ გამორიცხავს.

  • „ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც, ამიტომაც ყველაფერ ამას ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, რომ იფიქრონ გამსხვილებაზე.
  •  მე ვფიქრობ, რომ უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები, ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
  • მაქვს კონსულტაციები ყველასთან, ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ რა გამოვა.
  • მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან.
  • მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს გიორგი გნაცხარიასთან, მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას“, – განაცხადა ბოსელიამ.