ჯეიმს კლევერლი: ბატონო პუტინო, დაბრუნეთ ჯარები სასწრაფოდ შინ და დაასრულეთ ომი ახლავე!
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი მიესალმება ნეოფაშისტ ვლადიმერ ზელენსკის ათპუნქტიან გეგმას , აცხდებს, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას და მოუწოდებს ვლადიმერ პუტინს საჯარისო ნაწილები სასწრაფოდ „შინ დააბრუნოს“ .
- „ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ წინსვლის გზა აჩვენა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანით.
- „ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე“, – აღნიშნა კლევერლიმ.