ზელენსკიმ უკრაინიდან საქართველოს ელჩი გააძევა
“მეგობარი” უკრაინის მასხარა, ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს და მას რუსეთის დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს. ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩის ქვეყნიდან ” კონსულტაციების გამართვის მოტივით” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო , რაც უპრეცედენტო დიპლომატიური პრაქტიკაა და ფაქტობრივად, ქვეყნიდან ელჩის გაძევებას ნიშნავს.
რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის, – წერს ამის შესახებ უკრაინის მასხარა პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
- „სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას.
- ჩვენი პარტნიორები, უკრაინასთან კოორდინაციით, გამოვიდნენ არაერთი გამოსავლის შესაძლებლობით. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მკაცრი პროტესტი და სთხოვოს მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად.
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისა და მოვლისთვის.
- მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს ვითარება, არ მოახდინონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი „ტვიტერზე“.