საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ვლადიმერ პუტინი: ყველა მეამბოხე მკაცრად და სასტიკად დაისჯება! – თბილისი 24
20 მაისი 2024

ვლადიმერ პუტინი: ყველა მეამბოხე მკაცრად და სასტიკად დაისჯება!

ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების და სამხედრო ბუნტის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.

  • „როგორც რუსეთის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, როგორც რუსეთის მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის, სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების თავისუფლების დასაცავად.
  • ყველას, ვინც მოამზადა სამხედრო აჯანყება,ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს ,ყველას, ვინც ამ დანაშაულშია ჩათრეული, მათ მოვუწოდებ:  არ დაუშვან საბედისწერო, ტრაგიკული და გამოუსწორებელი  შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი – შეწყვიტონ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა.
  • მივმართავ  მათ, ვინც მოტყუებით ან მუქარით ჩაითრეულ იქნა  კრიმინალურ თავგადასავალში, დაადგა მძიმე დანაშაულის გზას,  შეიარაღებულ აჯანყებას: დღეს რუსეთი აწარმოებს მძიმე ბრძოლას თავისი მომავლისთვის, რათა მოიგერიოს ნეონაცისტების და მათი ბატონების აგრესია, წინ აღუდგეს დასავლეთის პრაქტიკულად მთელ სამხედრო, ეკონომიკურ და  საინფორმაციო მანქანას, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ხალხის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის,  ვიყოთ და შევინარუნოთ რუსეთი , როგორც  ათასწლიანი ისტორიის მქონე სახელმწიფო.

პრეზიდენტმა  აჯანყებულებს თავისი ხალხისგან განდგომილი  უწოდა,რომლებმაც  ქვეყნას ზურგში  მიაყენეს დარტყმა. მან დღევანდელი აჯანყების მცდელობა 1917 წლის მოვლენებს შეადარა, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იმყოფებოდა, მაგრამ გამარჯვება მას ინტრიგებითა და არმიის ზურგს უკან პოლიტიკით მოიპარეს.

  • ” რასაც ჩვენ ვხედავთ, მას ქვია ღალატი. გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა გამოიწვია ეს ღალატი.
  • ვაგნერის ჯგუფის  გმირებმა, რომლებმაც გაათავისუფლეს სოლედარი და არტემოვსკი, დონბასის ქალაქები, იბრძოდნენ და სიცოცხლე გაწირეს ნოვოროსიის, რუსული სამყაროს ერთიანობისთვის მათ სახელს და დიდებას  უღალატეს. აჯანყების მოწყობა, ქვეყანა ანარქიისა და ძმათამკვლელობისკენ უბიძგეს. მათი ბოლო  დამარცხება და კაპიტულაციაა“.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა,რომ საფრთხისგან სამშობლოს დასაცავად მოქმედებები მკაცრი იქნება. ყველა, ვინც ღალატის გზას დაადგა, აუცილებლად დაისჯება და პასუხს აგებს კანონის და ხალხის წინაშე.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არმიამ და სამთავრობო უწყებებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები და მიმდინარეობს დამატებითი ანტიტერორისტული ზომები მოსკოვსა და ზოგიერთ რეგიონში. გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგმება დონის როსტოვში სიტუაციის დასასტაბილურებლად, სადაც ფაქტობრივად დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების ორგანოების მუშაობა.

  • “მჯერა, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ და დავიცავთ იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია და წმინდა, და ჩვენს სამშობლოსთან ერთად გადავლახავთ ნებისმიერ განსაცდელს, კიდევ უფრო გავძლიერდებით“, – დაასრულა პრეზიდენტმა.