19 მარტი 2025

თუ, უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ნატოში მას სპეც.პროგრამით მივიღებთ!

ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რუსეთთან საომარ კონფლიქტში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

  • ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაზეც ჩვენ აქ, დეპარტამენტში ვართ ორიენტირებული, არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება.
  • ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთგული ვართ მისი გრძელვადიანი ძალისხმევის მიმართ, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით და იმაზე, თუ რისი მიწოდება შეგვიძლია მათთვის ბრძოლის ველზე და რა სჭირდებათ მათ დაუყოვნებლივ“
  • რუსეთთან საომარ კონფლიქტში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მზად ვარ უკრაინა ნატოში სპეციალური პროგრამით მივიღოთ, ოღონდ, შეგახსენებთ, რომ აუცილებელია მან რუსეთი დაამარცხოს, სხვა მხრივ ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი დაუშვებელია”, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.