7 ოქტომბერი 2024

რას ეძახდა მთელი თვეები მიშა გიულის? – გამო@ლევებული!

-“მიშამ უამრავი დაავადება დაამარცხა და თვეების შემდეგ კვლავ დედა დამიძახა”, – სიხარულით ამცნო ჟურნალისტებს გულისამაჩუყებელი ინფორმაცია ” ტყვე მთავრსარდლის” მშობელმა დედამ, პროფესორმა გ.ალასანიამ.
არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ დემენციის “დამარცხება” ასეთი მარტივი არ არის, დავინტერესდით, თუ როგორ და რა ფორმით მიმართავდა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აღმზრდელ დედას, პროფესორ გიულა ალასანიას პატიმრობის განმავლობაში.

  • ” ქალი ვარ და ვერ აგიღწერთ, იმ სიტყვებს რითაც ბატონი მიხეილი ქალბატონ გიულის მიმართავდა.
  • შტერი, ბატი, გამოთაყვანებული“- ეს ძალიან მსუბუქი სიტყვებია მათ შორის, რაც ისმოდა პრეზიდენტის პალატიდან. გამიგეთ, უბრალოდ ჩვენ აკრძალული გვაქვს, ხელი მოგვაწერინეს კლინიკის თანამშრომლებს საიდუმლოების დაცვაზე, განსაკუთრებით ამ ბატონის მიმართ და ბევრს ვერაფერს გეტყვით.
    ერთი ვიცი, რომ ქალბატონ გიულის თითქმის ყოველ ვიზიტზე ნორმალური საუბარი მათი პალატიდან არ ისმოდა. ვიცი, რომ პრეზიდეტი კატეგორიულად მოითხოვდა დედისგან- არ ჩარეულიყო პოლიტიკაში და არ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები.
    პაციენტთა უფლებების დაცვა აქ არაფერ შუაშია, არ მესმის, როგორ შეიძლება შვილმა დედას გამო@ლევებული უწოდოს , ჩემამდე არ დადის“- უყვება ” თბილისი 24″-ს წყარო კლინიკა “ვივამედიდან “.