6 დეკემბერი 2024

სომხეთში ჯარში ქალებსაც გაიწვევენ

სომხეთის პარლამენტმა ქალთა ნებაყოფლობითი სამსახურის შესახებ კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო, იუწყება Sputnik სომხეთი.

დოკუმენტში შემოთავაზებულია ქალების გაწვევა სამხედრო სამსახურში, დასრულების შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ისინი მიიღებენ ანაზღაურებას 1 მილიონი დრამის (2,5 ათასი დოლარი) ოდენობით, იუწყება სააგენტო ტელეგრამის არხზე.

ამასთან, ქალები ინარჩუნებენ უფლებას უარი თქვან სამსახურზე გაწვევის დღემდე.

ცვლილებებს მხარი მმართველი პარტიის 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, ფრაქცია Hayastan-ის 26-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.