ხმა ამაიღე ფანდურო, ანუ აშშ-ს ელჩს ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაში ამხელენ!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს ელჩს ამხელს და აცხადებს, რომ მისმა არასწორმა განცხადებებმა ცუდი როლი შეასრულა და ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი და რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას.
- „ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინის კანონი ვინაიდან იყო ვენეციის კომისიის განსჯის საგანი, ვაპირებდით, დავლოდებოდით უკრაინის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას. გახსოვთ, შარშან ატეხილი პანიკა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, გინდა თუ არა ჩვენც უნდა წარვადგინოთო. არადა, ზუსტად ასლი იყო უკრაინული კანონის. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ დაველოდებოდით.
- სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩმაც განაცხადა მაშინ, თითქოს უკრაინული კანონი გამოწვეული იყო ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა ამაზე დასკვნა.
- გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა. მაშინ, ამ რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო აშშ-ის ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს გამოწვეული იყო უკრაინული კანონი.
- სამწუხაროდ, მაშინდელმა განცხადებამ თავისი ცუდი როლი შეასრულა და ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი, რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას, თითქოს აქ ჯიუტი ხელისუფლება, რომელიც კანონპროექტს ვენეციის კომისიაში რატომღაც არ წარადგენს. არადა, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა გუშინ, რომ ველოდებოდით უკრაინულ კანონს, შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს კანონი გამოწვეული იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.