16 მარტი 2025

კულება: MAP- მოძველდა, ჩვენ გვინდა პირდაპირ- NATO!

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვეთი , გასხვავებით საქართველოსგან, სადაც პრორუსული ხელისუფლებაა, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უნდა გაწევრიანდეს.

  • “ჩვენ გვჯერა, რომ MAP-ს გეგმა არ უნდა განიხილებოდეს ჩვენთვის და მოლდოვეთისთვის. ეს არის მექანიზმი, რომელიც მოძველდა და არ უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის მიმართ”, – თქვა დიმიტრი ივანეს ძე კულებამ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგუს ცაჰკნასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კულებას თქმით, კიევს ესმის, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი და არ შეუძლია ალიანსს გადაწყვეტილებების კარნახი.

  • ”მაგრამ ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვიბრძოლოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, თუნდაც ნატოს წევრი არ ვიყოთ”, – თქვა დიმიტრი ივანეს ძემ.

კულება ამტკიცებს, რომ უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური სივრცის დაცვა, ამიტომ ალიანსში კიევის გაწევრიანება გარდაუვალია.
2022 წლის სექტემბრის ბოლოს ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა. კულებას თქმით, უკრაინას ვილნიუსში ნატოს სამიტის სხვა გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს, გარდა ალიანსში გაწევრიანების მოწვევისა.