16 სექტემბერი 2024

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა საქართველოში მოლდოვეთის ელჩად წარადგინონ!

მოლდოვურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაია სანდუმ  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი  შესაძლოა საქართველოში მოლდავეთის ელჩად წარადგენოს.

მსჯავრდებულის ელჩად წარდგენას, განსხვავებით უკრაინულისგან, მას ეროვნული კანონმდებლობა ხელს არ უშლის.

 დანიშვის თხოვნა რათქმაუნდა უკრაინის ხელისუფლებიდან მიმდინარეობს.

დამატებით მიზეზად ქართული საზოგადოების რეაქცია სახელდება. მათი ვარაუდით , საქართველოს მოსახლეობა დადებითად შეხვდება მაია სანდუს ამ მეტად  კეთილშობილურ გადაწყვეტილებას.

კომენტარისთვის ყოფილი მხედართმთავარის მშობელ დედას, პროფესორ ალასანიას მივმართეთ. პროფესორმა ჩვენი სააგენტოს ხსენებაზე ქოქოლა დაგვაყარა და  დაგვემუქრა, რომ ” როცა მისი შვილი მოვა, მოლდოვეთის იქითა ქვეყანაში გაგვიშვებს”.