ჯო ბაიდენი- თეთრი სახლის უცნაურობები!

მსგავსი რამ არ აწუხებდა არც ერთ საბჭოთა ლიდერს, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე მართავდნენ ქვეყანას.
თეთრი სახლის ყოფილმა ექიმმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რონი ჯექსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას კოგნიტიური პრობლემების გამო, არსებულ რეალობას საერთოდ ვერ აღიქვამს და წარსულში ცხოვრობს.
- -” წარმოიდგინეთ 5-6 წლის ბავშვი, რომელსაც 75 -80 წლის ადამიანის მეხსიერება აქვს და თავის ქმედებებს ვერ აკონტროლებს. ბავშვი, რომელსაც პერიოდულად 80 წლის ასაკის ადამიანის მოგონებები აწუხებს და მწვავედ განიცდის მათ ” – აცხადებს ექიმი.
მისთვის თეთრ სახლში მზად არის ე. წ დასაფრენი მოედანი ( ახალგაზრდობაში ბაიდენი მფრინავობაზე ოცნებობდა), თეთრ სახლში აკრძალულია კონდიცირების სისტემა და თანამშრომლები იძულებული არიან ისარგებლონ 1960 წლებში გამოშვებული პროპელერებიანი ე.წ. ვენტილიატორით, რომელიც ხმას გამოსცემს და თვითმფრინავის ძრავის ასოციაციას იწვევს.
მეტიც, ექიმები ვერას გახდნენ მის ე.წ. წიკთან, თანამშრომელთათვის ” სავალდებულო, პერსონალური პარაშუტის თანხლებით გადაადგილების” შესახებ.
მსგავსი უცნაურობები თეთრი სახლისთვის ყოველდღიურობაა, რომელსაც ადმინისტრაცია საგულდაგულოდ მალავს, თუმც გარკვეული ” თამაშის ელემენტები” პირდაპირ ეთერში მაინც ხვდება.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ჯოს ძალიან უყვარს ნაყინი და თეთრ სახლში ექსკურსიაზე დამთვალიერებლად მისული მოქალაქეთათვის, პირდაპირ დერეფანში ნაყინის გამყიდველის მე-20 საუკუნის 50-იანი წლების გორგოლაჭებიანი მაცივრის გამოჩენა, მას ” ვაშინგტონის კოლორიტული ყოველდღიურობით” ხსნის .