საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის – თბილისი 24
27 თებერვალი 2024

ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებები განახლებულია. მედიასთან კომენტარში მან აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს უფრო დააახლოებს.

“ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა… ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მანძილის გამო. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო”, – თქვა ელჩმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე საუბარი 2021 წლამდე, კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო.

“შემდეგ უკვე შეჩერდა იმის გამო, რომ მგზავრობის საკითხი პრობლემური იყო. ახლა ხელახლა დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა არ ვიცი, რა ეტაპზეა”, – თქვა ელჩმა.

საქართველოდან აშშ-ში მოხვედრა დღეს მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლითაა შესაძლებელი.