7 ოქტომბერი 2024

ალასანია: ორჯერ მოხდა. პირველად უფრო ხანგრძლივი იყო! (ვიდეო)

შეურაცხადების ოჯახის ტელე-სპექტაკლები გრძელდება. პროფესორი ალასანია ირწმუნება, რომ თავად იხილა თუ, როგორ დაიკლაკნა და ჩაიფუშა  და „ჩავარდა“ მისი შვილი.  პროფესორი აღშფოთებას ვერ მალავს მედიის მიერ ფაქტის კონსტანტაციისას და აცხადებს, რომ სიტყვა „ ჩაიმუხლა“ ირონიაა.

  • -„ არ ვიცი, საიდან მოიგონეს, ჩაიმუხლაო. რა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა?  აბაზანაში მიდიოდა ჩემი შვილი მიშიკო, მეც გავყევი, დაიკლაკნა, ჩაიფუშა, ჩავარდა. დიდხანს იყო გათიშული. თვალები დახუჭული ჰქონდა, სახე გაშავებული. მე ვიყავი მოწმე თვალები რომ გაახილა, არაფერი ახსოვდა, ვერაფერს აცნობიერებდა. გუშინ დილათაც, ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა. გუშინწინ მე ვიყავი მოწმე. არ ვიცი, კლინიკა „ვივამედი“ ვისი სახელით ლაპარაკობს, რადგან მე ნამდვილად იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე. ორჯერ მოხდა. პირველად უფრო ხანგრძლივი იყო.  პატარა ინტერვალი იყო პირველ და მეორე ეპიზოდს შორის. არ ვიცი, საიდან მოიგონეს, ჩაიმუხლაო. რა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა?  არ ვარ კმაყოფილი ყველაფერი იმით, რაც ამ ქვეყანაში დაემართა ჩემ შვილს, რადგან ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა“, – ამის შესახებ  პუტინის ტყვე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, პროფესორმა გიული ალასანიამ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.