ექსკლუზიური ჩანაწერი: ჩუკენობით არაფერი გამოვა, ავიღოთ ძალაუფლება!
„თბილისი 24“ -ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა მასალა, სადაც სავარაუდოდ გაშიფრულია 7-8 მარტის საპროტესტო აქციის გარჩევა. ჩანაწერში თანამოსაუბრეები კლინიკა „ ვივამედიდან“ მსჯავრდებულ სააკაშვილის „გამოხსნას“ და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გეგმას განიხილავენ.
ჩანაწერის მონაწილეთა სახელები დაშიფრულია ოპერატიული ფსევდონიმებით. სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის სავარაუდო მონაწილეები არიან: ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავა, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე.
ჩანაწერი:
„ -ნიკა მელია (ლისი) : – ესე არ გამოვა ძმაო, ვიღაცამ უნდა ავიღოთ ეხლა საკუთარ თავზე და ბოლო- ბოლო პირდაპირ ღიად მოვუწოდოთ ხალხს, რომ შევიდეთ და ავიღოთ ძალაუფლება. ცოტა ხანი უნდა შევეშვათ მიშას… ჩამოვაყალიბოთ გარდამავალი მთავრობა, სხვანაირად ეხლა შერბილებული ტექსტებით არ ესმით ხალხს ხომ ხედავ? უკვე მერამდენედ ათასობით ადამიანის ენერგია ფუჭად დავხარჯეთ. აი, თავისუფლად შეგვეძლო მუხტის აწევა რა..
- გიგი უგულავა (ქორბუდა) : არ გინდათ ჩემი გეგმა და რა გავაკეთო ეხლა?
- ნიკა მელია : გავიგე, მაგრამ მაგ გეგმის მერე უკან დახევა არ შეიძლება , პატარა „კრახი“ და სრულად გაგავანადგურებენ.
- გიგი უგულავა: რა პრობლემა იყო აქციიდან ათასხუთასი- ორი ათასი ჯანღონიანი კაცის მოხსნა და ვივამედისკენ დაძვრა, პირდაპირ უნდა შევსულიყავით და გამოგვეყვანა რა აქციაზე პირდაპირ, მიშა.
- ნიკა მელია: ჯერ ეს ერთი,ხედავ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველა ნაბიჯი, მეორეც აგენტებით სავსე იყო იქაურობა , როგორ გინდა მიპასუხე , გასროლის გარეშე დათმობდნენ ეგენი მიშას? მობილიზაცია არ გამოცხადებედნენ „ვივამედთან“?
- გიგი უგულავა: აბა ძმაო აქ ჩუკენობით არ გამოვა ესე, ეგრე გავრისკეთ ჩვენ 2003-შიც. მიშას, რომ დაინახავენ გარეთ, გამოვა ათასობით მხარამჭერი.
- ნიკა მელია: კაი, რა… ეგრე აგულიანდებით თქვენ, ოღონდ აქ ჩამოდი და მთელი საქართველო შენთან დადგება-ო. არაა 2003 წელი, აღარ…ხმას არ ვიღებ ლოგიკურად მითხარი ერთი როგორ გინდა სისხლისღვრის გარეშე მიშას აქციაზე მოყვანა?
- გიგი უგულავა: როგორც კანცელარია ისე! ყველაფერი უნდა მომხადარიყო სინქრონულად, პირველ რიგში უნდა აგვეღო კანცელარია, პარალელურად შევსულიყავით „ვივამედში“, რა გვესროდნენ? ეგრე მიმტკიცებდნენ 2003 -შიც გვესვრიანო, გევსროლეს? ისვირან და მთლად უკეთესი, დასრულებულები არიან!
- ნიკა მელია: კაი, მოვიყვანეთ მიშა და რომ არ გამოვიდეს ხალხი, მერე რას შვრები, ვის კისერზეა, ეგ ხო.. ფაქტიურად სამოქალაქო ომია?
- გიგი უგულავა: გამოვა, ხალხი დაშინებულია, რეალურ მხსნელს რომ დაინახავს თან პირდაპირ ეთერში, გამოვა, და ეგრევე ჩამოშლა დაიწყება დამიჯერე, გაიქცევიან ესენი. ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და ნიკასთვის,(იგულისხმება გვარამია) მიშა მაშინაც პირდაპირ ეთერში ტელევიზიაში უნდა მიგვეყვანა და ჟურნალისტებს დაეცვათ ან მიტინგზე და არ მოგვიწევდა ეხლა ამდენი უბედურება.
- ნიკა მელია: ჯერ კიდევ არ ვიცით ამ აქციას რა შედეგი მოყვება და როგორ შემოგვიტრიალებენ…
- პეტო ცისკარიშვილი(თხილამურა) : შენ რა ძაან დაშინებული ხარ, რა იყო, გვითხრეს რომ თქვენსკენ ვართ , თვითონ ელჩია „ატვეჩაი“, მართალია გიგი, ესე ჯდომა და ვაი-ვიშით რა რო? უნდა გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ…
- ნიკა მელია: მე ვიცი და მაქვს გამოცდილება და არ გინდა აქ დემაგოგია, მარტო შევეჯახე ამხელა ძალას და ბუჩქებში გადახტნენ ვიღაც- ვიღაცეები… თქვენი სიტუაცია და დღევანდელი ძაან განსხვავებულია, რა მაშინ არ გქონდათ გარანტიები შსს-დან, უშიშროებიდან? ეხლა ვისგან გაქვთ მხარდაჭერა?
- ზურაბ ჯაფარიძე (კუტუ) : არიან, არიან, ჩვენსკენ არიან… მე ვისთანაც მაქვს კონტაქტი და კომუნიკაცია ერთმნიშვნელოვნად გვიჭერენ მხარს, ოღონდ თქვენ დაგვანახეთო…ახალგაზრდობა ბევრი გამოვა, აი, ძაან ბევრი..
- ნიკა მელია: ბიჭო, ვის ევასება მიშა მაგ ახალგაზრდობიდან , ნუ გამაგიჟე, შენ მაინც არ იცი?
- ზურაბ ჯაფარიძე : არაა ეგრე პოლიტიკა, მიშას თავის ელექტორატი ყავს, მეორეც, ეგაა რა, რაც არ უნდა გვევასებოდეს დღეს ამერიკის საყრდენი აქ აშკარად და იქ ხომ ჩვენც ვიქნებით?
- ნიკა მელია: და შენც ხომ იცი რეალურად რისთვის სჭირდებათ მაგათ ეგ მიშა?
- ზურაბ ჯაფარიძე: შენც არ თქვა ეხლა ომისთვის-ო..
- ნიკა მელია: არა ბიჭო, მართლა საქართველოს გადარჩენა და აყვავებაზე ზრუნავენ….
- ზურაბ ჯაფარიძე: ეს მართლა შემოგზავნილია… ( იცინის) რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ჩვენ თუ ეხლა ეჭვის შეტანა დავიწყეთ სტრატეგიული პარტნიორის გეგმებში, რა განსხვავებაა მაშინ ამ და ქოცების ლოგიკას შორის?
- გიგი უგულავა: უაზრო საუბარია და თემას დავუბრუნდეთ რა , გვაქვს მოსაზრება ვინმეს, როგორ გვესახება ამ კაცის დახსნა ციხიდან თუ რა ქვია … „ვივამედიდან“?კაი, ეს აქცია, აქცია.. რისთვის? ვისთვის? მერე? ეს გუბაზა მაინც მოაშორეთ ამ აქციებს მაგის…
- ზურაბ ჯაფარიძე: სისხლისღვრის გარეშე არანაირი. და მერეც, არანაირი გარანტია, გარდა ვერბალური მხარდაჭერის საელჩოდან და ამ ქაჯის უაზრო მოწოდებების ( იგულისხმება პრეზიდენტი ზურაბიშვილი) , რეალური შედეგი არაპროგნოზირებადია…
- გიგი უგულავა: ანუ რეალურად „ვა – ბანკზე“ უნდა წავიდეთ… პატარა „ ნი-სტიჩკა“ და გაგვანადგურებს ტო…
- ლევან ხაბეიშვილი (გრუშა) : გისმინეთ ხმა არ ამომიღია.. არავის არ გინდათ ….( გარუკვეველად იმის) , 9 აპრილის აქცია წინაა და უნდა წამოვწიოთ მიშას თემა და ულტიმატუმი დავაყენოთ…
- გიგი უგულავა: ლევან, ლევან… ჩუმად ყოფნა უფრო დასაფასებელია შენი მხრიდან, ხომ იცი რატომც დაგიძახეთ? 9 აპრილს რა , იგივე შედეგი არ იქნება? გეგმა აქვთ რამე შენებს , კითხე ?
- ლევან ხაბეიშვილი: მიშას თავისუფლების მოთხოვნა და ხალხის ინტერესების შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ ლაზარეს გათავისუფლების ულტიმატუმი..
- გიგი უგუავა: (იცინის) დაელოდე.. შენ არ მჯდარხარ „აბეზიანიკში“, აბა მე და ნიკა გვკითხე ერთი…
- ნიკა მელია: მოხვედი, მოდი, მოდი გიორგი (ოთახში გიორგი ვაშაზე შემოდის). მოკლედ ესე რა ვბააასობთ და ვერაფერი ხელშესახები..
- გიორგი ვაშაძე ( ვარონა): რა-დი-კა-ლი-ზა-ცი-ა! როდის გვეუბნებოდა მიშა ჯერ კიდევ მაგას, გახსოვს „რუსთავი 2“-ის ბლოკირებისას.
- გიგი უგულავა: ეგეც მე ვარ?!
- ნიკა მელია: რანაირად, როგორ? რით? „ფოლკკომანდერი“ რომელი ხართ ეხლა?
- გიორგი ვაშაძე: მასით, ერთმა უნდა გავწიროთ თავი აბა რევოლუცია როგორ გინდა? გვითხრეს და მოგვცეს გარკვეული დრო და უნდა ვიმოქმედოთ…
ჩანაწერი წყდება.