პრეზიდენტადწოდებული: ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით!
პარლამენტში “წლიური ანგარიშის წარდგენის საბაბით” გამოსვლისას, ხალხის სახელით , ხალხის ნების აღსრულებაზე ისაუბრა, რეალურად კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დაწერილი ტექსტი წაიკითხა საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა არარაობამ, სალომე ზურაბიშვილმა.
-“თქვენ ხართ ხელისუფლება , რომელიც ჩამოშორდა ხალხის ნებას,თქვენს რიგებში აღარ ისმის ოდნავ განსხვავებული აზრი ,ხელისუფლება გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის მთავარ მიზანს, რომლის კურსის ფერიცვალება 2012 წელს იწყება, თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი 9 წლიან მმართველობას,უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ”, ათასგვარი ბრალდებებით დაბომბა ხელისუფლება ფრანგმა ჟანა დარკმა და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ რაც არ უნდა იკადრონ, მას მიზანს ვერ შეაცვლევინებენ.
- – ” რაც არ უნდა მეომოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით”.