11 სექტემბერი 2024

გერმანელებს გამჩენი არ ასვენებთ: უკროფაშისტებს 12 მლრდ € -ით ეხმარებიან

როგორც ჩანს გერმანელებს ისტორიამ  ვერაფერი ასწავლა და სხვისი ხელით ცდილობენ რევანშს.  ისტორიულად ფაშიზმთან ასორიცებული ქვეყანა  ნეოფაშისტებს  ანუ უკრაინას 2032 წლამდე, თუ ამ დრომდე იგი საერთოდ როგორც სახელმწიფო იარსებებს,  დამატებით 12 მილიარდი ევრო ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა გაუთვალისწინებელი საბიუჯეტო ხარჯები დააკმაყოფილა, რისი მოთხოვნაც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან არსებობდა.

დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახლოებით 8.8 მილიარდ ევროს შეადგენენ.

  • “ამ ფულით უკრაინა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას შეძლებს. მნიშვნელოვანია უკრაინას იმდენ ხანს ვეხმარებოდეთ, რამდენიც საჭიროა”, – გამოცემის თანახმად, ამის შესახებ გერმანიის სამთავრობო კოალიციის სამმა პოლიტიკოსმა ერთობლივი განაცხადებაში განაცხადეს.