ირაკლი ღარიბაშვილი – გუბაზ სანიკიძე მიეყიდა სააკაშვილს – 100 ათას დოლარად არის გაყიდული
შენ ხარ გაყიდული, ნაძირალა კაცო, სულგაყიდული მოღალატე ხარ – გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასდროს ვეღარ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს.
- „ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით გამოირჩევა. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. 100 ათას დოლარად არის გაყიდული. შენ ხარ გაყიდული, ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ.
- გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასდროს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. შეეშვით, შეეშვით ამ არაკაცს. როგორ არ გრცხვენია, მოღალატე. შენ ხარ ნაძირალა და მოღალატე ადამიანი. შეეშვით, ეყოფა თავისი უბედურება, თავისი ტრაგედია.
- გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. შენ ხარ სულგაყიდული, მოღალატე კაცი, შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა.
ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია ჩვენს ხალხს სთავაზობს ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს. მინდა, ბატონო გუბაზ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უცხო ქვეყნის მსახურებს არ ეკუთვნით. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს. ჩვენი ხალხი მარტივი არჩევანის წინაშე დგას – ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება, ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა და განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.