ბართლომე I : რუსეთის ეკლესია კრემლის დანაშაულებრივი იარაღია!
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ომში მსოფლიო საპატრიარქო ჩართო და მართლმადიდებული ეკლესიის გახლეჩვის ახალი კამპანია წამოიწყო.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე , ფაქტობრივად ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (ცეერუ) ენით ალაპარაკდა.
მსოფლიო პატრქიარის ბართლომე I-ის თქმით, რუსეთის ხელისუფლება რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას “საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად” იყენებს და ის პასუხისმგებელია უკრაინაში ომისთვის.
- “რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ შემდგომი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება.
- ჩვენი რელიგიათაშორისი დიალოგი კონცენტრირებული უნდა იყოს წინააღმდეგობის საშუალელებზე და მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობის შესაძლებლობის განეიტრალებაზე ახერხებდეს ერთიანობის დაშლას და თეოლოგიურად აკანონებდეს დანაშაულებრივ საქციელს”, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ლიტვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
ცხადია, მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის, მთავარეპისკოპოს კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მკრეხელობას მოყვება სხვადასხვა ეკლესიების სოლიდარული აქტები და არ არის გამორიცხული შეტევა ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაზე და მის მეთაურზე.