7 ოქტომბერი 2024

18:1 ანუ ევროკავშირი – რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალურ ომში ერთვება!

 ევროკავშირი აღიარებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ამერიკის შერთებულ შტატებთან ერთად,ოფიციალურად ევროპის 18 სახელმწიფოა ჩართული. თუმც, ჯერჯერობით ოფიციალური შეიარაღებული ძალების გარეშე.საუბარია ორწლიან, სწრაფ პროცედურაზე 155 მმ კალიბრიან საარტილერიო ჭურვებთან დაკავშირებით და შვიდწლიან პროექტზე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის შესაძენად.

ევროპის თავდაცვის სააგენტოს პროექტს უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ და წევრი სახელმწიფოების ეროვნული მარაგების შესავსებად 18-მა სახელმწიფომ, ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ და ნორვეგიამ, მოაწერა ხელი, – ინფორმაციას ევროპის თავდაცვის სააგენტო ავრცელებს.

  • „შეთანხმებას ხელი მოაწერეს:  ავსტრიამ, ბელგიამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა და ნორვეგიამ.
  • უფრო მეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე გამოხატა განზრახვა, შეუერთდეს ინიციატივას უახლოეს მომავალში, ეროვნული პროცედურების დასრულების შემდეგ“, – აცხადებენ ევროპის თავდაცვის სააგენტოში.