ჰოფმანსკი- წევრ ქვეყნებს: მიიღეთ დაკავების გადაწყვეტილება!
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კლოუნადა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ისინი 123 წევრ სახელმწიფოსგან მოითხოვენ ” მიიღონ ქმედითი ზომები და მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება”.
- დაკავების ორდერი არ არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი სამართალწარმოებისას ორდერის შემაკავებელი ეფექტის. არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც ის უსაფრთხოდ არ იქნება. ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება.“– განუცხადა CNN-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტერ ჰოფმანსკიმ.