მწერალი კეკელიძე: სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება!
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, “მწერალი და საზოგადო მოღვაწე” გიორგი კეკელიძე საზოგადოებას ამშვიდებს და აცხადებს, რომ ტყუილად ლანძღავენ, რადგან მას პოლიტიკა, ამ სიტყვის პოპულარული და პარტიული გაგებით არ აინტერესებს.
- “არც რომელიმე ძალის მომხრე ვარ და რომ მდომებოდა, ხელგაშლილი მეპატიჟებოდა ყველა. ( ალბათ, პრემიერ-მინისტრადაც!) ეს ადრეც მითქვამს, მშვიდ დროს და ახლაც გავიმეორებ – სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება”, – აცხადებს სახელოვანი მწერალი.
“მწერალი” თავად შეურაცხყოფს ყველა ადამიანს, ვინც მის პოლიტიკური გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
- -” წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ეს ადამიანები, რომელთაგანაც უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია, გამართულ ქართულს ვერ აბამენ, პირიდან მხოლოდ ღვარძლი ამოსდით და ახალი თაობის ჩაყლაპვის კრონოსული გამხეცებული ვნებით არიან მოცული, კადრულობდნენ ყველაფერს, სადღაც დავალებული და გაზეპირებული ფრაზებით.
- ამ ადამიანებს მხარს უბამდნენ სასარგებლო იდიოტებიც. და დავინახე, თურმე რამდენს სდომებია ჩემი სიკვდილი, როგორ უხაროდათ ალბათ მაშინ ჩემი თითქმის ორწლიანი წამება, საჯარო სივრციდან გაქრობა და საიქიოს კარზე მიკაკუნება.
- და რატომ? იმიტომ რომ ერთ შესანიშნავ, მხიარულ და ბეჯით გოგოს სტიპენდია დავუნიშნე და ეს გოგო მათ აზრს უპირისპირდებოდა? არა, ცხადია. დავუნიშნე, იმიტომ რომ დავინახე, როგორ ვარჯიშობს და შრომობს საკუთარი მომავლისთვის, როგორ გამოხატავს პოზიციას, როცა საჭიროა და იქნება ისეთი მოქალაქე, როგორიც მარო მაყაშვილი იქნებოდა, იმ მტრის ტყვიას რომ არ მოეკლა, რომელსაც ზოგიერთი ასე ცხადად თუ ფარულად ეტრფით.
- დამშვიდდით მეგობრებო, მე პოლიტიკა, ამ სიტყვის პოპულარული და პარტიული გაგებით არ მაინტერესებს, ეს ადრეც მითქვამს, მშვიდ დროს და ახლაც გავიმეორებ – სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება.
- არც რომელიმე ძალის მომხრე ვარ და რომ მდომებოდა, ხელგაშლილი მეპატიჟებოდა ყველა. როცა საჭირო იქნება, მე ისევ ვიტყვი ხმამაღლა სათქმელს, როცა არ – გავაგრძელებ ჩემი საქმეების კეთებას. ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე. სიმშვიდე ვერ იბუდებს ჩემში, თუმცა ოდესმე ალბათ დადგება განრიდების დრო. მანამდე აქ ვარ, გძულვართ თუ გიყვარვართ, საზოგადოების ერთი წევრი, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ უკეთესის მსურველი.”
– ო, გამართული ქართულით მოქადაგე დიდი ამაგდარო , დღენიადაგ ერზე მზრუნველო ზეკაცო ! დიდსულოვნად შეუნდე და აპატიე მათ, რამეთუ არა იციან რას სჩადიან..
თურმე, რამხელა ამბიციები და წარმოდგენა გასჩენია საკუთარ თავზე ამ ნაცების მეხოტბე ქლესას, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია ხრავს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტს.
ხელისუფლებას: დროულად მოაშორეთ განათლების მინისტრი ამ თავში ავარდნილ იმბეცლთან ერთად , სანამ საბოლოოდ არ გარყვნეს და არ გადააგვარეს ახალგაზრდობა!